суббота, 13 апреля 2019 г.

ტრენინგის მე-9 დღე

ტრენინგზე მოსვლისას ყველამ გავასწორეთ ჩვენი ხარვეზები.  ისე, როგორც გასულ დღეებში გავიმეორეთ ადრე ნასწავლი. შემდეგ ყველა მონაწილემ  ჩვენი პროექტების პრეზენტაცია წარმოვადგინეთ. იყო საინტერესო პროექტები.  გავაკეთეთ კომენტარები მასწავლებელთა პროექტებზე. ბოლოს შევაჯამეთ ნასწავლი. ჩვენი ტრენერის ქეთი ცერაძის ძალისხმევით მსურველებმა დამატებითი საკითხები ვისწავლეთ ბლოგის შესახებ. დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის გულისხმიერებისათვის, ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო ტრენინგებისათვის

воскресенье, 7 апреля 2019 г.

ტრენინგის მე-8 დღე

ეს დღე იყო დატვირთული, ვიმუშავეთ ფასილიტაციის პრეზენტაციაზე. გადავამოწმეთ ჩვენი საქაღალდე. ბლოგში ავტვირთეთ სურათები. ჩვენი საქაღალდე ავტვირთეთ გუგლი დარაივიდან ბლოგზე.

суббота, 6 апреля 2019 г.

ტრენინგის მე-7 დღე

დღევანდელ დღეს ძირითადად ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმაში. გავწერეთ სასწავლო პროცედურები ეტაპებად. ისე როგორც გავლილი დღეები ეს დღეც იყო ძალიან ნაყოფიერი, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ ჩვენი ტრენერის. ძალიან საინტერესო დღეები გავიარეთ.

воскресенье, 31 марта 2019 г.

ტრენინგის მე-6 დღე


გავიხსენეთ ბლოგში მუშაობა. გავიმეორეთ როგორ უნდა გავაკეთოთ რედაქტირება, შევცვალოთ დიზაინი. გავაკეთეთ მოსწავლის პრეზენტაცია. შევედით სახელმძღვანელოსი და ვნახეთ რესურსები. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, შეფასების რუბრიკებზე.

суббота, 30 марта 2019 г.

ტრენინგის მე-5 დღე

ეს დღე იყო ძალიან საინტერესო, ისევე როგორც გავლიოლი დღეები. ვიმუშავეთ საავტორო უფლებებზე. შევქმენით მოსწავლის ბლოგი. შევინახეთ მისამართიბორდის ფაილში. ვიმუშავეთ დიზაინზე, ჩამოვტვირთეთ ინტერნეტიდან სურათები. მოვძებნეთ აგრეთვე ჩვენი პროექტის შესაბამისი საიტები და მისამართები შევინახეთ.

воскресенье, 24 марта 2019 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღეს ვიმუშავეთ სახელმძღვანელოზე. სასწავლო პროექტის გეგმაში ვიმუშავეთ შეფასებაზე, გავაკეტეთ შეფასების მოკლე მონახაზი. შეფასების გეგმა მოვარგეთ ჩვენს გეგმას. ვიმუშავეთ პორთფელიოს პრეზენტაციაზე.

суббота, 23 марта 2019 г.

ტრენინგის მესამე დღე

დავიწყეთ პროექტის გეგმის წერა. განვიხილეთ განახლებული ბლუბის ტაქსონომია. ვნახეთ სტანდარტი ეროვნულ სასწავლო გეგმის პორტალზე. ჩამოვაყალიბეთ მიზანი. გავეცანით მიმართულების მიმცემ კითხვებს: თემატურს, შინაარსობრივს და ზოგადს. ასეთ კითხვებს დამოვიყენებ გაკვეთილზეც.